გია ვოლსკი: ევროპული პერსპექტივა არაა დასაკნინებელი და მასხარად ასაგდები, როგორც ეს ზოგიერთმა გადაწყვიტა
ევროპული პერსპექტივა არაა დასაკნინებელი და მასხარად ასაგდები, როგორც ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ ეს გაეკეთებინა, ეს საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხით ოპოზიცია აქციაზე ბევრი ხალხის მისაყვანად სპეკულირებს.
“თემის გამოყენება პრობლემის ასაგორებლად და დაძაბულობის შესაქმნელად, აქციაზე ბევრი ხალხის მოსაყვანად, რასაკვირველია, არ უნდა დაუშვას ჩვენმა საზოგადოებამ და ზოგადად საკითხები უნდა წყდებოდეს პარლამენტში, მძაფრი კამათის პირობებში”, – აცხადებს ვოლსკი.