ირაკლი ქადაგიშვილი: მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კარგად გამიჯნოს, რა არის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად გამიჯნოს, თუ რა არის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ხალხის კეთილშობილური სწრაფვა აქეთკენ და რა არის ამ პრობოლშევიკური ძალების რეალური ინტერესი ამ კონკრეტულ სიტუაციაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები უინტერესოა.
„ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები მათთვის აბსოლუტურად არ არის საინტერესო. პირიქით, მათი მხრიდან ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ რამე შეფერხება ჰქონოდა ევროკავშირში საქართველოს, რათა შემდგომში ასეთი რევოლუციური არეულობის, გადატრიალებისა და ქვეყნის ქაოსში შეყვანის გეგმა განეხორციელებინათ და ამით აეღოთ ძალაუფლება ხელში, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად გამიჯნოს, თუ რა არის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ხალხის კეთილშობილური სწრაფვა აქეთკენ და რა არის ამ პრობოლშევიკური ძალების რეალური ინტერესი ამ კონკრეტულ სიტუაციაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.