ირაკლი ღარიბაშვილი – მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით არის სააკაშვილი, მისი ბიძა არის ოლიგარქი, თემურ ალასანია, რომელიც პრეზიდენტს მართავდა, ასევე სააკაშვილის დედა არის ოლიგარქი

ბატონი ბიძინა ივანიშვილი, კარგად იცით, მეგობრებო, არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი, თავისი ოჯახით. „რაც შეეხება სააკაშვილს, მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით – სააკაშვილი. მისი ბიძა არის ოლიგარქი, თემურ ალასანია, რომელიც პრეზიდენტს მართავდა, სააკაშვილის დედა არის ოლიგარქი, დადასტურებული 100 მლნ-ის ქონება აქვს სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას.

სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი, სააკაშვილი არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და თქვენი პარტია არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. რაც შეეხება მათ მთავარ ასე ვთქვათ აღტკინებას, რომ თურმე დეოლიგარქიზაცია დაგვავალა. მე რომელი გვარებიც ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, ისინი არიან პრობლემა და მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და თქვენი პარტია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის.

მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი არის სააკაშვილი და მისი პარტია, ანუ თქვენ. ჩვენი ხალხის სიმშვიდის და სტაბილურობის მთავარი პრობლემაა სააკაშვილი და მისი პარტია. რაც შეეხება თქვენს მიერ ნათქვამ ტყუილს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, კარგად იცით, მეგობრებო, არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს. ოლიგარქის განმარტება რომ იცოდეთ, რა არის ოლიგარქის განმარტება, რომ ყვირიან აქ ძალიან ბევრს. მე მოვყევი, ჩამოვთვალე გვარები: ხაზარაძე, რომელიც იყო მათი პარტნიორი და ძარცვავდა ბიზნესს პირდაპირი მნიშვნელობით. მიყავდათ ბიზნესმენები ხაზარაძის ბანკში, იქ ხდებოდა გადაფორმება, სესხის მიცემა და მიზერულ ღირებულებას უფიქსირებდნენ, ეს ერთი.
მეორე კეზერაშვილი – ადამიანი რომელიც არაფრისგან გამდიდრდა, შეჭამა მთავრობის რესურსები, ჯარი გაძარცვა პირდაპირი მნიშვნელობით და მესამე – სააკაშვილი, რომელიც ვითომ მოვიდა გახსოვთ ერთი ბინით და დადასტურებული ასეულობით მილიონი აქვს მის ოჯახს. დღემდე ადამიანს მოქალაქეობაც კი არ აქვს. წარმოიდგინეთ, კაცი 9 წელი იყო პრეზიდენტი, წავიდა, დათმო საკუთარი პასპორტი. ეს რომელიმემ რომ გააკეთოს ჩვენი დეპუტატებიდან, ხომ გაგიჟდებით საერთოდ. რას იზამთ, წარმომიდგენია. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახასიათება არ სჭირდება, მაგრამ მინდა მათ შევახსენო,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები