ირაკლი კობახიძე: მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ განაცხადი წარმატებული ყოფილიყო, თუმცა, ევროკომისიის გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, ის იყო პოლიტიკური
მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა, გვესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას ჰქონდა თავისი სარჩული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს როგორც უკრაინას, ასევე – მოლდოვას.
“ყველამ იცის, რომ საქართველო ობიექტურად უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია – ყველა პარამეტრით საქართველო ორივე ქვეყანაზე წინ არის, ეს არის ობიექტური რეალობა, დანარჩენი კი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება, რაც მიიღო კომისიამ და რასაც მიიღებს საბჭო. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც ჰქონდა თავისი სარჩული“, – განაცხადა კობახიძემ.