მედია: ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 280-მდეა გაზრდილი, ასობით დაშავებულია (ფოტო, ვიდეო)

ავღანეთის პაქტიკას პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 280-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამთავრობო მედიასაშუალებები ავრცელებენ.

საინფორმაციო სააგენტო “ბაქტარის” ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ასევე, აღინიშნება, რომ ამ დროისთვის 600-ზე მეტი დაშავებულის შესახებ არის ცნობილი.

მომხდარს “თალიბანის” მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, ბილალ კარიმი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა – „სამწუხაროდ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა პაქტიკას პროვინციის ოთხ რაიონში, დაიღუპა და დაშავდა ასობით ჩვენი თანამემამულე და განადგურდა ათობით სახლი. მოვუწოდებთ ყველა ჰუმანიტარულ სააგენტოს, სტიქიის რაიონში ჯგუფები სასწრაფოდ გაგზავნონ, რომ შემდგომი კატასტროფა იყოს აცილებული”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები