კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც შეძლო, სისხლიანი რეჟიმი, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები მოეშორებინა ქვეყნის მმართველობიდან

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდების შესასრულებლად ყველაფერი იქნება გაკეთებული.

“ყველა დათქმა, რომელიც იყო დათქმული, ყველაფერი იქნება გაკეთებული, როგორც ეს გავაკეთეთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი ადამიანია, რომელმაც საქართველო სისხლიანი რეჟიმისგან იხსნა.

“ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოახერხა და შეძლო, სისხლიანი რეჟიმი, ქვეყნის მტრები, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები მოეშორებინა ქვეყნის მმართველობიდან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები