დავით სერგეენკო: დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა სამივე ქვეყანასთან მიმართებით დგას, რაც ნიშნავს, რომ ეს არის სისტემური და არა – ინდივიდუალური საკითხი

დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა სამივე ქვეყანასთან მიმართებით არის, რაც ნიშნავს, რომ ეს არის სისტემური და არა – ინდივიდუალური საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის საკითხზე ერთ-ერთი ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის დრაფტი ახლა გადის შესაბამისი ექსპერტიზას და მას შემდეგ, რაც იგი ხელმისაწვდომი გახდება, გაირკვევა – იქნება თუ არა ეს კანონმდებლობა მისაღები საქართველოს რეალობისთვის.

“რამდენადაც მე ვიცი, ერთ-ერთი ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის დრაფტი ახლა გადის შესაბამისი ექსპერტიზას და მალე გახდება მიწვდომადი, თუ ეს კანონმდებლობა მისაღები იქნება საქართველოს რეალობისთვის, რა თქმა უნდა, განხილული იქნება. ნებისმიერი საკითხი უნდა გადაწყდეს კანონის ფარგლებში. ეს არა ინდივიდუალური, მაგალითად, ივანიშვილისადმი მიმართული საკითხია, არამედ ეს არის სისტემური საკითხი, რომელიც სამივე კანდიდატ ქვეყანასთან არის წარდგენილი, როგორც წლის ბოლომდე შესასრულებელი პირობა. ვინ არის ოლიგარქი, ეს უნდა მოექცეს კანონმდებლობის ჩარჩოში, ერთ- ერთი კანდიდატი ქვეყნის კანონმდებლობაში მზადდება პროექტი, რომელიც გაივლის ექსპერტიზას და გახდება საჯარო. იქნება დეფინიცია და რეაგირების გეგმა”, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები