დავით სერგეენკო: გუშინდელი სახალხო შეკრება კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული აქვს ევროპის გზა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით სერგეენკო გუშინ გამართულ აქციას, სახელწოდებით – “შინ ევროპისკენ” გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას ევროპის გზა აქვს არჩეული.

“გუშინდელი სახალხო შეკრება კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული აქვს ევროპის გზა და ამ გზიდან არ გადაუხვევს. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, ალბათ, იქ იყო პოლიტიკური ნაწილი, რომელიც უმცირესი იყო. დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, გამოეხატა და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა თავისი ევროპული არჩევანი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივნისს აქცია – სახელწოდებით – „შინ ევროპისკენ“ თბილისსა და რეგიონებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები