სარჯველაძე: როდესაც ელენე ხოშტარიასა და მის ოჯახს რუსეთთან კავშირები შენარჩუნებული აქვს, რბილად რომ ვთქვათ, ეს ბევრის მეტყველია, ოღონდ კარგის – არა
როდესაც აღმოჩნდება, რომ მასა და მის ოჯახს ასეთი კავშირები შენარჩუნებული აქვს, რბილად რომ ვთქვათ, ეს, რა თქმა უნდა, ბევრისმეტყველია, ოღონდ კარგის – არა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს „დროას“ ლიდერზე, ელენე ხოშტარიასა და მის ოჯახზე საუბრისას განუცხადა.
„ელენე ხოშტარია გამოირჩა თავისი დამოკიდებულებით ყოველგვარი რუსულის მიმართ. ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ჰქონდა არა პოლიტიკური, არამედ სხვა ტიპის ურთიერთობები შენარჩუნებული რუსულ საზოგადოებასთან. ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი კრიტიკას მიმართავს სხვა ადამიანების მიმართ იმის გამო, რომ რუსეთთან რაიმე ტიპის, თუნდაც აპოლიტიკური ტიპის კავშირი აქვს შენარჩუნებული, მაგალითისთვის, შემიძლია გავიხსენო რუსთაველის თეატრის გამგზავრებასთან გამოთქმული შეხედულებები და ასე შემდეგ ქალბატონ ელენე ხოშტარიას მხრიდან. როდესაც აღმოჩნდება, რომ მას და მის ოჯახს ასეთი კავშირები შენარჩუნებული აქვს, რბილად რომ ვთქვათ, ეს, რა თქმა უნდა, ბევრისმეტყველია, ოღონდ კარგის – არა“, – განაცხადა სარჯველაძემ.