დავით მათიკაშვილი – ევროკომისიის რეკომენდაციაზე: გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო
გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ტექნიკური თვალსაზრისით, საქართველო ტრიოსთან მიმართებით პირველ ადგილზე იყო.
„ამ ძალიან უსამართლო რეზოლუციის შემდეგ სულ ვამბობდით, როდესაც ევროკომისია იმუშავებს, მოლოდინი გვქონდა გადაწყვეტილება იქნებოდა სამართლიანი. გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. გადაწყვეტილების მიმღები პირები თუ გაითვალისწინებდნენ სწორედ იმ გზას, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის გაიარა, თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვის 30 საუკუნეა იბრძვიან ქართველები, ევროპის ნაწილები რომ უნდა გავხდეთ ქართველები, შინაგანად ეს ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ, ევროპის მხრიდან ახლა მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისაღები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.