ალუდა ღუდუშაური – მაკრონის განცხადებაზე: ეს არის, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთის მაამებლური განცხადება

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება და მას ,,რუსეთისთვის მაამებლურს,, უწოდებს.

საუბარია Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს და ამიტომ სურს, მათ სტატუსზე პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზეა  საქართველოც, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“.

„მაკრონმა რა განცხადებაც გააკეთა, ვფიქრობ, არამცთუ ევროპული ქვეყნის ლიდერის განცხადებაა, არამედ ეს სრულიად წარმოუდგენელი და ნონსენსია, იმ პრინციპების და ფასეულობის წინააღმდეგ არის, რასაც ეფუძნება ევროპა, ეს არის, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთის მაამებლური განცხადება. შეგვიძლია, ეს ასე წავიკითხოთ. თუ ქვეყნის მდებარეობას აქვს მნიშვნელობა, ეს წარმოუდგენელი რამ არის,“ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები