დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თურქეთის პოლიციის ატაშეებს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თურქეთის პოლიციის ატაშეებს (საქართველოში) უმასპინძლა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გიორგი ბაგრატიონი, მისი მოადგილე მიხეილ მაღლაკელიძე, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი ლუკა ლორია, თურქული მხარის მხრიდან პოლიციის ატაშეები საქართველოში – ნემჩი ინჩე და ნეჩმეთინ აქჩა დაესწრნენ.
მხარეებმა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, სამომავლო გეგმები დასახეს.