საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა.
ამასთან, ქალებისთვის საშუალო ხელფასი 1,184 ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით ანუ 162 ლარით მეტია. ხოლო, კაცებისთვის საშუალო ხელფასი 1,695 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 221 ლარით, ანუ 15.1%-ით მეტია.
საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 037.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 24.1 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 339.9 (გაიზარდა 8.3 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 963.5 ლარი (გაიზარდა 9.1 პროცენტით);
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 900.0 ლარი (გაიზარდა 15.9 პროცენტით)