მიხეილ ყაველაშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: გათვითცნობიერებული არ არის, ვისი პრეზიდენტია – როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი ან რომელიღაც ქვეყნის ელჩი, ისე საუბრობდა
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სალომე ზურაბიშვილი გათვითცნობიერებული არ არის, ვისი პრეზიდენტია, მისი ბრიფინგი იყო არეული, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.
მისი თქმით, პრეზიდენტი საუბრობდა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი ან რომელიღაც ქვეყნის ელჩი.
„ის არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი ან რომელიღაცა ქვეყნის ელჩი, ისე საუბრობდა.
ღვთის წყალობით, ნელ-ნელა ყველა მივდივართ და ვთანხმდებით, რომ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ამ პროცესს ხელი არავინ შეუშალოს. საქართველოს მოქალაქის არჩევანსა და გადაწყვეტილებას ვერც ხელოვნურად, ვერც შანტაჟით და ვერც მანიპულაციებით ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ვინმემ ამ თავისუფალი არჩევანის განსაზღვრაში ხელი შეუშალოს მათ. ჩვენ ვალდებულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომ მათ ჩვენ სიმართლე ვუთხრათ, რა შევძელით, რა ვერ შევძელით, შემდეგ მათ შეაფასონ. არ მოსწონთ „ქართული ოცნება“? გაისტუმრონ სახლში, ეს არის დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.