თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც საფრანგეთსა და აშშ-სთან შვილების გამო პოლიტიკურ ვალშია, რაც ფაქტებით დასტურდება
ქალიშვილი – ქეთევანი საეჭვოდ დააწინაურეს და ის თეთრ სახლსა და ვაშინგტონში კორესპონდენტად დანიშნეს.
მისი ვაჟი, თეიმურაზი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური მრჩეველია ამერიკისა და აზიის საკითხებში.
ამგვარი დამთხვევები არ არსებობს, – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს და მისი შვილების კარიერულ წინსვლას შორის პარალელს ავლებს.
მისი თქმით, ფაქტია, გუშინ პოლიტიკურ ვალში გაიქვითა საქართველოს ინტერესები.
„სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც საფრანგეთსა და აშშ-სთან პოლიტიკურ ვალშია, რაც ფაქტებით დასტურდება.
კერძოდ, მისი ქალიშვილი – ქეთევანი საეჭვოდ დააწინაურეს და ის თეთრ სახლსა და ვაშინგტონში კორესპონდენტად დანიშნეს.
მისი ვაჟი – თეიმურაზი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური მრჩეველია ამერიკისა და აზიის საკითხებში.
ამგვარი დამთხვევები არ არსებობს.
ვალი ვალია, გადახდა უნდა!
ფაქტია, გუშინ პოლიტიკურ ვალში გაიქვითა საქართველოს ინტერესები!“, – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.