ჩხოროწყუში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ჩხოროწყუში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და საკრებულოს წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად გაეცნო.
გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია ქალაქის ექვს ქუჩაზე ერთდროულად განხორციელდება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და სრულად 2023 წელს დასრულდება.
შიდა საუბნო გზები ეტაპობრივად მოეწყობა ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში.