გურამ მაჭარაშვილი – პრეზიდენტის განცხადებაზე: მისი გამოსვლის შემდეგ იმის შანსები უფრო გაიზარდა, რომ საზოგადოებაში დაბნეულობის უფრო მეტი ხარისხი იყოს

როდესაც საზოგადოებას ეუბნები, მერე რა, რომ ევროპარლამენტარებმა გაგვლანძღეს, თავს ლაფი დაგვასხეს, ეს უნდა გადავყლაპოთ და პასუხი არ უნდა გავცეთო, თურმე, ეს ყოფილა ევროპული ღირებულება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ განცხადებას.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადება რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით არასწორი და არათანმიმდევრული იყო.

“მისი გამოსვლის შემდეგ იმის შანსები უფრო გაიზარდა, რომ საზოგადოებაში უფრო მეტი, დაბნეულობის ხარისხი იყოს, მისი განცხადება იმდენად არასწორი და არათანმიმდევრული იყო რამდენიმე საკითხზე. ერთი მხრივ, ამბობ, რომ უნდა ვიყოთ ერთიანები და სამართლიანები და, მეორე მხრივ, საზოგადოებას ეუბნები, მერე რა, რომ ევროპარლამენტარებმა ჩვენ გაგვლანძღეს, თავს ლაფი დაგვასხეს, არასამართლიანი იყო რეზოლუცია, რაც თავადვე დაადასტურა და, მეორე მხრივ, საზოგადოებას ეუბნები, რომ არაუშავს, ეს უნდა გადავყლაპოთ და პასუხი არ უნდა გავცეთ იმიტომ, რომ ევროპარლამენტარები არიან, თურმე, ეს ყოფილა ევროპული ღირებულება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები