Politico: ევროკომისია უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს, სავარაუდოდ, მიანიჭებს, საქართველოზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

ევროკომისია 17 ივნისს საქართველო- უკრაინა-მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საკუთარ რეკომენდაციას გასცემს.

როგორც Politico წერს,  მოსალოდნელია, რომ კომისია უკრაინისთვის დადებით რეკომენდაციას გასცემს, ასევე მაღალია ალბათობა, რომ მოლდოვასაც აუნთებენ “მწვანე შუქს” გარკვეული პირობებით, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

Politico რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ​უკრაინასთან დაკავშირებით ევროკომისრებს შორის დისკუსია ურსულა ფონ დერ ლაიენის 11 ივნისს კიევში ვიზიტის შემდეგ შედგა.

აღინიშნება, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, თუ რა ფასს იხდიან უკრაინელები ამჟამად და ესმით, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ძლიერი სიგნალის გაგზავნაა საჭირო, რომ მას არ აქვს შანსი, უკრაინა საკუთარი “გავლენის სფეროში” დააბრუნოს.

ამასთანავე, სამი სახელმწიფო ეწინააღმდეგება უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დასაშვებია, რომ ლიდერების სამიტზე კიევს სტატუსი გარკვეული პირობებით მისცენ ან რაიმე ალტერნატიულ წინადადებას გაუკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები