საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 85,9% თვლის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
აღნიშნულ პოზიციას არ ემხრობა რესპონდენტთა 10,9%, რომელიც თვლის, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 4,9% ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხი არ იცის.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარებულია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ GORBI-ს მიერ. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.