GORBI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64,4% მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სამართლიანად იხდის
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის თუ არა სასჯელს? რესპონდენტთა 64,4% მიიჩნევს, რომ სამართლიანად იხდის; 19,3% თვლის, რომ უსამართლოდ იხდის, ხოლო 16,3% აცხადებს, რომ არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარებულია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ GORBI-ს მიერ. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.