GORBI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 83.6% აცხადებს, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაებას

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია? გამოკითხულთა 83.6% აცხადებს, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაებას.

საწინააღმდეგო პოზიცია აქვს რესპონდენტთა 11.5%-ს, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას. რაც შეეხება გამოკითხულთა 4.9%-ს, მათი თქმით, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ იციან.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარებულია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ GORBI-ს მიერ. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები