დავით სერგეენკო: ყური მომჭრა, როდესაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიაში მოათავსა, უადგილო შედარება იყო
“ყური მომჭრა, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიაში მოათავსა, უადგილო შედარება იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. “რაც შეეხება შეწყალებას (მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამის), ეს მისი დისკრეციული უფლებაა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს. თუ გადაიფიქრა, გამოჩნდება“, – აღნიშნა სერგეენკომ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “მე არ მჯერა, რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი, მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში – არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ, ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს”.