მარტვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ მარტვილში მარტვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ცემენტო-ბეტონის საფარით. მოეწყო სანიაღვრე არხი და ცხაური.

პროექტის ღირებულებამ 67 085 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები შპს „ხონის საგზაო“-მ შეასრულა.

საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები