ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი სამშენებლო მასალა ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა

ბათუმში, კობალაძის ქუჩის 16 ნომერში მშენებარე კორპუსიდან გამოვარდნილი სამშენებლო მასალა ახალგაზრდა მამაკაცს თავში დაეცა.

დაშავებული კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდას მრავლობითი დაზიანება აქვს.

ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები