მამუკა მდინარაძე – ნიკა გვარამიაზე: ადამიანი, რომელიც უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტის ინსტიტუტა, ახლა მათგან ელოდება შეწყალებას

ადამიანი, რომელიც უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პირადად პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს, ახლა მათგან ელოდება შეწყალებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გვარამიას შეწყალებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

„არ შეიძლება, გვარამიას შეწყალების მოლოდინებზე ვილაპარაკოთ, წარმოუდგენელია. ადამიანი, რომელიც უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პირადად პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს, ახლა მათგან ელოდება შეწყალებას. ეს ლოგიკური არ მგონია, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ჯერ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც არა 7 მილიონისათვის, არამედ რამდენიმე ათასი ლარის ზიანისთვის სხედან ციხეში. თუ შესაწყალებელია, დაიწყოს იქიდან და შემდეგ გადავიდეთ მილიონების გამფლანგველზე, მიმთვისებელზე, არასწორად განმკარგავზე, თუ მილიონებით დამზიანებელზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების წინადადებით მიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები