შალვა პაპუაშვილი დღეს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარადგენს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და სამოქმედო გეგმას წარადგენს.
პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით, 12:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება.