მაია ზალდასტანიშვილი: შესაძლოა, საქართველო აღმოჩნდეს იმ ქვეყნების სიაში, სადაც “მაიმუნის ყვავილი” დაფიქსირდება
ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელის, მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, იმ ქვეყნების სიაში, სადაც “მაიმუნის ყვავილი” ფიქსირდება, შესაძლოა, საქართველოც მოხვდეს.
“შესაძლოა, რომ საქართველო აღმოჩნდეს იმ ქვეყნების სიაში, სადაც დაფიქსირდება “მაიმუნის ყვავილი”, რადგან საკმაოდ ბევრი ქართველი დადის ევროპაში და მოგზაურობს. ძირითადად, წვეთოვნად ფიქსირდება, თუმცა, ხანგრძლივი კავშირის დროს ვერ გამოვრიცხავთ, რომ ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედოს”, – აცხადებს ზალდასტანიშვილი.