პარლამენტი ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 9 ივნისს განიხილავს
პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 9 ივნისს განიხილავს.
ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხუთშაბათს განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, მიმდინარე კანონპროექტებს და განვიხილავთ პარლამენტის წევრის, ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა 29 მაისს პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ კვლავ მედიაში ბრუნდება. მოგვიანებით, უდუმაშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის დატოვების შესახებაც განაცხადა.