შალვა პაპუაშვილი 8 ივნისს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 8 ივნისის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და სამოქმედო გეგმას წარადგენს.
პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით, 12:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება.