ხათუნა სამნიძე: რუსთაველზე 2 კაცი თავს დაგვესხა
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, რუსთაველზე 2 პირი თავს დაესხა.
როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, მან ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
“ესეც მოხდა.
თავს დაგვესხა ორი კაცი რუსთაველზე და გინება, ხელით შეხება, მეტს ვერც ვწერ – ისე ვარ. პატრული მოვიყვანე. ხმა აღარ მაქვს”, – წერს სამნიძე.