ზელენსკი დონბასში ფრონტის ხაზზე ჩავიდა (ფოტო)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქსა და ლისიჩანსკთან ბახმუტის რაიონში სამხედროების მოწინავე პოზიციები და სამეთაურო პუნქტები მოინახულა.

ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ვებსაიტზე განთავსდა.

მან სამხედროებისგან ოპერატიული ვითარების, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ზელენსკი გაესაუბრა უკრაინელ სამხედროებს და მათ სახელმწიფო ჯილდოები და საჩუქრები გადასცა.

5 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროები ზაპოროჟიეს რეგიონში მოინახულა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები