გახარია – დარწმუნებული ვარ, ევროპა საქართველოს არ გარიყავს

მე ვიცი, რომ ევროპა საქართველოს არ გარიყავს, დარწმუნებული ვარ ამაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელებს ძალიან კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხი ამ სტატუსს იმსახურებს მიუხედავად იმისა, როგორია დღეს საქართველოს მთავრობა.

„მე ვიცი, რომ ევროპა საქართველოს არ გარიყავს, დარწმუნებული ვარ ამაში. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ფაქტია ისიც, რომ ევროპელებს ძალიან კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხი ამ სტატუსს იმსახურებს მიუხედავად იმისა, როგორია დღეს საქართველოს მთავრობა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირის გზას აქვს 80%-მდე ეს ერთი, მეორე, მათ ძალიან კარგად იციან საქართველოს ისტორია და იციან, რომ ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შექმნისთვის და რაც მთავარია, ჩვენი შვილები ამაზე ოცნებობენ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არცერთ მთავრობას არ ეკუთვნის ეს სტატუსი, ეს სტატუსი ეკუთვნის სახელმწიფოს, ქვეყანას და ხალხს, მთავრობები მიდიან და მოდიან. სტატუსი, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მიიღებს, განსაზღვრავს ჩვენს შემდგომ ათწლეულების ცხოვრების რეჟიმს ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები აბსოლუტურად ობიექტურად განსჯიან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები