ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკა საქართველოს იმ დღიდან ეხმარება, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თან – მნიშვნელოვნად; 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში

ამერიკა საქართველოს იმ დღიდან ეხმარება, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თან – მნიშვნელოვნად. 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება” საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს და აშშ-ის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

„შეერთებული შტატები ხელგაშლილია საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარების მიმართულებით: იარაღსაც გვაწვდის და პირადი შემადგენლობის – სამხედრო პირების, ჯარისკაცების – წვრთნებსაც ატარებს. აშშ ჩვენ გვეხმარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: აძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასე შემდეგ.
ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ნამდვილად ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს, ასეც გაგრძელდება, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან გრძელდება,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები