გია ვოლსკი: შერიგების პროცესს უშველებელი ბარიერი აღუდგა წინ რუსეთის სახით
შერიგების პროცესს უშველებელი ბარიერი აღუდგა წინ რუსეთის სახით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და შერიგების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ახლა საუბარია სატრანზიტო პერიოდზე, როდესაც დაპირისპირების ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს.
„შერიგების პროცესს უშველებელი ბარიერი აღუდგა წინ რუსეთის სახით. გარდა იმისა, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, ამასთანავე, რუსეთის სტრატეგიული ინტერესი საზოგადოებების დაახლოებას არანაირად არ ითვალისწინებს. ჩვენ დღეს საუბარი გვაქვს სატრანზიტო პერიოდზე, როდესაც ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს დაპირისპირებისა ამ პროცესში“, – განაცხადა ვოლსკიმ.