თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი სოფელ რუისპირში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა
თელავის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან ანდრიაშვილი, ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელ თამარ ზაზანაშვილთან, იყალთო-რუისპირის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ტატულიშვილთან, იყალთოსა და ახატელში მერის წარმომადგენელ თემურ გიგაურთან და ,,ქალთა ოთახის,, მენეჯერ ნელი აბეჩხრიშვილთან ერთად, სოფელ რუისპირში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა.
სოციალურად დაუცველ ოჯახებს მერმა საკვები პროდუქტი, წიგნაძეების რვაშვილიან ოჯახს კი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხა – 500 ლარი პირადად გადასცა.
საქველმოქმედო აქცია 1-ელ ივნისს თელავის ცენტრალურ მოედანზე, მერიის ქალთა ოთახის ინიციატივით, აღნიშნული ოჯახის დასახმარებლად ჩატარდა.