საჩხერის კინოს სახლში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მე-4 რაიონული კონფერენცია – ,,ვირჩევთ პროფესიას“ გაიმართა
დღეს, საჩხერის კინოს სახლში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მე-4 რაიონული კონფერენცია ,,ვირჩევთ პროფესიას“ გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ცისმარი მაჭარაშვილი და საკრებულოს ჰუმანიტარულ კომისიის თავმჯდომარე მარინა კაციტაძე მიესალმნენ.
კონფერენციაზე პრეზენტაციები წარადგინეს არგვეთის, ქალაქის მეორე, ნიგვზარის, ქალაქის პირველი, საირხის, სარეკის, მახათაურის, სისვაძეების უბნის, სპეთისა და ჯალაურთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა: მარიამ გოგობერიშვილმა, მარიამ გრძელიშვილმა, სალომე კაციტაძემ, ქეთი ლაბაძემ, გუგა დვალაშვილმა, ირინა კირკიტაძემ, ნინო კურტანიძემ, ნიკა აბრამიშვილმა, ლიზი ყიფშიძემ, ქეთი ღონღაძემ, ქეთი ცერცვაძემ, ქეთი ტაბატაძემ და ნუცა ცარციძემ. მათი საპრეზენტაციო თემები იყო: ,,ექიმის პროფესია“, ,,პროფესიული განათლება-ხიდი მომავლისკენ“, ,,მომავლის პროფესია“, ,,ჩვენ ვირჩევთ პროგრამირებას“, ,,პროფესია როგორც გიდი“, ,,მომავლის ფლორისტი“, ,,ქართული ფილოლოგია“, ,,ინკლუზიური განათლების სპეციალისტი“, ,,მკურნალი ხალხის სამსახურში“, ,,მასწავლებელი“.
კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.