შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა თუ მკურნალობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც იგი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პატიმარ მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიერ ყოველთვის ყველა საჭირო სერვისი მიეწოდებოდა.

“როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით, გარკვეულწილად, თავად იყენებდა ზიანს, რადგან ამ სერვისებზე უარს ამბობდა.

ახლა ვხედავთ, რომ ის, როგორც ჩანს, თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა თუ მკურნალობა. არის ორი განზომილება და ამ ორ განზომილებაში უნდა ვუყუროთ. ერთი, ეს გახლავთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, რომ სასჯელი უნდა იქნეს მოხდილი და, განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მეორე, მისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს მიწოდებული და ამას ახერხებს სწორედ სასჯელაღსრულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები