ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატო-ს წევრობის შესახებ სლოვაკეთისგან მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ
საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატო-ს წევრობის შესახებ სლოვაკეთისგან მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე Twitter-ზე წერს.
„მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ სლოვაკეთის პარლამენტის ვიცესპიკერ ლორენჩკისა და თავდაცვის/უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე კრუპისგან საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატო-ს წევრობის შესახებ. ჩემს კოლეგებს ინფორმაცია მივაწოდე ოკუპირებული რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე. ასევე, შევთანხმდით, გავააქტიუროთ საპარლამენტო ურთიერთობები“, – წერს სამხარაძე.