საქართველომ ბრძოლის ხანგრძლივი გზა გამოიარა მრავალსაუკუნოვანი გადარჩენისთვის, კულტურული და რელიგიური იდენტობის დაცვისთვის. ამ გზაზე საქართველო სხვა ევროპულ ერებთან ერთად იდგა, როგორც ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარის ციხესიმაგრე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბელგიაში საქართველოს საელჩოში განაცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მისივე თქმით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
„წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. დღეს ჩვენი უკრაინელი ძმები და დები იბრძვიან საკუთარი სამშობლოსთვის. ეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და უფლებისთვის, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, მუდამ აერთიანებდა ჩვენს ქვეყნებს. საქართველო უკრაინის მხარდამხარ დგას ყველა საერთაშორისო ფორუმზე, მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
მეორე მიზეზი, რატომაც არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს განსაკუთრებული, არის ის, რომ ის აღინიშნება ევროკავშირის წევრობის განაცხადის ფონზე, რომელიც საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გააკეთა. მაშინ, როდესაც განაცხადის ფორმალური წარდგენა არის პროცედურული ნაბიჯი, ეს არის ქართველი ხალხის გრძელი, დაუღალავი და უდრეკი ძალისხმევის შედეგი, რომლის მიზანიცაა, დაიბრუნოს ადგილი ევროპული ერების ოჯახში. არ შეგაწყენთ ისტორიული მაგალითებით, მაგრამ გაგახსენებთ, რომ საქართველომ ბრძოლის ხანგრძლივი გზა გამოიარა მრავალსაუკუნოვანი გადარჩენისთვის, კულტურული და რელიგიური იდენტობის დაცვისთვის. ამ გზაზე საქართველო სხვა ევროპულ ერებთან ერთად იდგა, როგორც ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარის ციხესიმაგრე“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.