ჯიმ კერიმ წყალტუბოს ფოტოსურათის NFT შეიძინა

ჯიმ კერი წყალტუბოს ფოტოსურათის NFT-ის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ჰოლივუდის მსახიობი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

მისივე ცნობით, ფოტოსურათი ფოტოგრაფ რაიან კუპმანსის მიერ არის გადაღებული და ეს არის პირველი NFT, რომელსაც ჯიმ კერი ფლობს.

“მადლობა რაიან კუპმანსს ბუნების დახვეწილი და დაუნდობელი განახლების ასე აღბეჭდვისთვის”, – წერს მსახიობი Twitter-ზე.

წყალტუბოს ფოტოსურათის NFT-ს ამჟამინდელი ღირებულება 39,535 აშშ დოლარს შეადგენს. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები