გიორგი ვოლსკი: გაწეული საქმიანობის შესახებ პრემიერის მოხსენება სრულფასოვანი ინფორმაციის მიღების კარგი შესაძლებლობა იქნება
“გაწეული საქმიანობის შესახებ პრემიერმინისტრის მოხსენება სრულფასოვანი ინფორმაციის მიღების კარგი შესაძლებლობა იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებას საშუალება ექნება, შეაფასოს, რა კეთდება ქვეყანაში.
„საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება, ისევე – როგორც შემდგომ პრემიერმინისტრის მოხსენება გაწეული საქმიანობის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღების კარგი შესაძლებლობა იქნება. საზოგადოებას საშუალება ექნება შეაფასოს, რა კეთდება ქვეყანაში, სად არის ჩამორჩენა, სად გვაქვს წინსვლა და პერსპექტივებს ვხედავთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.