სამთავრობო ანგარიში: რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

“აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდა 2019-2021 წ.წ. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები”, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

“დღეის მდგომარეობით, გეგმის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 68500-ზე მეტ პოტენციურ აბონენტს, 300-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 43 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9200-ზე მეტი ოჯახისათვის. 2021 წლის 28 სექტემბრის №1716 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების 2022-2024 წ.წ. გეგმაში. ცვლილების თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება 244 დასახლებულ პუნქტში 39698 პოტენციური აბონენტისათვის”,- ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები