ვახტანგ გომელაური: შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ყოველთვის ვიზრუნებთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვმა უდარდელად, უსაფრთხოდ და ბედნიერად იცხოვროს – ფოტოკოლაჟი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბავშვებს  ბავშვთან დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. 

“ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ლაღ ბავშვობას და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას.

მინდა, ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების შვილებს!

მინდა, იცოდეთ, რომ თქვენი საამაყო მშობლები მუდამ იცავენ საკუთარი და სხვისი შვილების უსაფრთხოებას, ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას!

ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ყოველთვის ვიზრუნებთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვმა უდარდელად, უსაფრთხოდ და ბედნიერად იცხოვროს!”, – აღნიშნავს ვახტანგ გომელაური.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები