გოგი მეშველიანი ქვეში-ჯავშანიანის დაზიანებული ხიდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქვეში-ჯავშანიანის დაზიანებული ხიდის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
„დეპუტატებს მოქალაქეების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ქვეში- ჯავშანიანის ხიდის რეაბილიტაციის საკითხზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, პირადი კომუნიკაცია მქონდა მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან.
აღნიშნული ხიდის შესწავლა-რეაბილიტაციის პროცესში, ერთ-ერთი ფილა ჩაინგრა, რამაც დამატებით გააძნელა გადაადგილება.
გზების დეპარტამენტის სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე, შეისწავლეს ვითარება და მათი ინფორმაციით, სამუშაოების შემსრულებლები ოპერატიულად აღმოფხვრიან არსებულ პრობლემას და გაგრძელდება ხიდის რეაბილიტაციის პროცესი“, – წერს გოგი მეშველიანი „ფეისბუქზე“.