ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

2022 წლის 1-2 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში სხვადასხვა მიმართულების ევროკომისრებთან, ასევე, ევროპარლამენტში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში, 2 ივნისს ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართავს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ბელგიის სამეფოს, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, ბრიუსელში აკრედიტებული დიპკორპუსი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას წარუდგენს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები