გია ვოლსკი – „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაზე: განცხადების ტექსტს „ნაციონალური მოძრაობა“ წერს

„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) განცხადებაში რაზეც არის საუბარი, რეალობას აბსოლუტურად სცილდება. ამ განცხადების ტექსტს არ წერს „ევროპის სახალხო პარტია“, წერს „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გავიხსენებთ “ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებებს, რომელიც ჰქონდა ასოცირების შეთანხმების წინა პერიოდში, ვიზალიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინა პერიოდში, მიხვდებით, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფის მიზანი არის როგორმე ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაცია დაბლოკოს.

„ევროპის სახალხო პარტიის“ დემოკრატიის მანტია ის გარემოება ჰგონია, როცა ადამიანები იხოცებოდნენ, წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო და დამახასიათებელი იყო იმ ხელისუფლებისთვის, რომლებიც დღეს, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან? – ყველამ ვიცით ფაქტები და ადამიანები, ვინც მოკლეს, აწამეს. კონკრეტული გვარები სტრასბურგმაც შეაფასა, კონკრეტული საქმეები არსებობს, რაზეც სტრასბურგის გადაწყვეტილებაა და მხოლოდ გირგვლიანის თემა რად ღირს. თუ ეს „ევროპის სახალხო პარტიის“ თვალსაზრისით დემოკრატიის სტანდარტია, მაშინ სერიოზული კითხვა მაქვს „ევროპის სახალხო პარტიასთან“ და ყველასთან, ვინც განცხადებაში რაც წერია, იმას მიიღებს, როგორც ფაქტს. კერძოდ, რამდენად სამართლიანია დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ.

თუ გავიხსენებთ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებებს, რომელიც ჰქონდა ასოცირების შეთანხმების წინა პერიოდში, ვიზალიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინა პერიოდში, მიხვდებით, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფის მიზანი არის როგორმე ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაცია დაბლოკოს, ამის მიზეზი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს არის ის, რომ ევროინტეგრაციაში გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არის სერიოზული დარტყმა “ნაცმოძრაობის” ინტერესზე, მათთვის ბერკეტების გამოცლა, რომ დესტაბილიზაციის პროცესი განავითარონ. აქედან გამომდინარე, არის გააფთრებული და გავეშებული შეტევა საქართველოზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ EPP დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები