სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ, გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის მიმართულებებზე მომუშავე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის ინფორმაციით, სტუმრებმა დეპუტატებს ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და ის მიმართულებები გააცნეს, რომლებზეც ახალგაზრდობის საკითხებზეა ორიენტირებული. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ცალკეულ ორგანიზაციებთან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება, სადაც თითოეული ორგანიზაციის საქმიანობის მიმოხილვა გაიმართება და კომიტეტთან სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ გაფართოებული შეხვედრის გამართვაზე, სადაც ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა და ორგანიზაციული საკითხები განიხილება. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გივი მიქანაძემ კომიტეტის სამოქმედო გეგმის და აქტივობების ის მიმართულებები გააცნო, რომლებიც ახალგაზრდობის კუთხით ხორციელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონკრეტულ ინიციატივებს და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა განხილვაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები