მიხეილ სარჯველაძე: უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვისაუბროთ ქვეყნის და არა – „ნაცმოძრაობის“ პრიორიტეტებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მოკავშირეა.

მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, საუბარი იყოს – ქვეყნის, ვიდრე – „ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტებზე.

„იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას უახლოეს მომავალში, ევროინტეგრაციის მიმართულებით, მთავარი გადაწყვეტილებები ელის წინ, ეს განცხადება ამ მიმართულებაზე არ იყო იმდენად აქცენტირებული, რამდენადაც, უპირატესად, იმ კონკრეტულ, ვიწროპარტიულ პრობლემებზე, რომლებიც, ამ შემთხვევაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ საქართველოში არსებულ მოკავშირეს – „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად აქვს დღის წესრიგში პრიორიტეტებად წარმოსახული. ეს მართლაც დასანანია, რადგან, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვისაუბროთ ქვეყნის, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტებზე. ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ქვეყნისთვის ხელის შეშლა მნიშვნელოვანია, რათა ხელისუფლება ამ გზით დააზიანონ, ვიდრე – ჩვენი ქვეყნის გამარჯვება“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება გამოაქვეყნა. პარტია საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები