საქართველოში კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 614 ადამიანი, გარდაიცვალა 1 პაციენტი – ბოლო კვირის სტატისტიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (23.05- 29.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 614 ადამიანი, გარდაიცვალა 1 პაციენტი.

“სულ ჩატარდა – 104 996 ტესტი (95 506 ანტიგენ ტესტი,9 490 პჯრ ტესტი). უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-0.55%”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები