შალვა პაპუაშვილი: ჩვენს საამაყო პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს – თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მისი თქმით, პოლიციელების დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ.

“ჩვენს საამაყო პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! თქვენ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპატიო მისია გაკისრიათ – ადამიანების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე ზრუნვა. ამ მისიას ყოველდღე, მაღალი პროფესიონალიზმით და ერთგულად ასრულებთ. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ. საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით ქვეყნის სამსახურისთვის!”, – აცხადებს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები